საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა

16-18 დეკემბერს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დისტანციურად გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“, ხოლო 19 დეკემბერს ჩატარდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „დოკუმენტები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში“ შემაჯამებელი კონფერენცია.

კონფერენციის ანოტაცია:

16-18 დეკემბერს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დისტანციურად გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“. კონფერენციაზე შეჯამდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2021 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები. 19 დეკემბერს გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „დოკუმენტები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში“ შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტის მონაწილეები და მოწვეული მკვლევრები წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში გაწეული სამეცნიერო მუშაობის შედეგებს.

ბმულები:

16 დეკემბერი – https://bit.ly/3IQ31gY

17 დეკემბერი – https://bit.ly/3m9nO5k

18 დეკემბერი – https://bit.ly/3dPCRgd

19 დეკემბერი – https://bit.ly/3E46l4I

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

2021

აბსტრაქტი: https://iliauni.edu.ge/uploads/other/63/63542.pdf

პროგრამა: https://iliauni.edu.ge/uploads/other/63/63534.pdf