2022 წლის 3-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამონაწილეობით და თანადაფინასნებით III საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი გაიმართა თბილისში.
კონგრესი მიეძღვნა გამოჩენილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხსოვნას.
კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (გრანტი CS-II-22-223)
იხილეთ კონგრესის პროგრამა.