პირველი სტუდენტური კონფერენცია პროექტის ფარგლებში

8 ივლისს 11 საათზე გაიმართება პირველი სტუდენტური კონფერენცია მიმდინარე პროექტის ფარგლებში: Georgia and Korea: Parallels in the Historical Experience of Colonialism, Struggle for Independence, Liberation and State Building.

კონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ შედარებითი სახის მოხსენებებს კორეისა და საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეა) მიერ. პროექტი დაფინანსებულია კორეის კვლევების აკადემიის მიერ (Academy of Korean Studies). პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაინერგება:

  • კორეის კვლევების სასწავლო მოდული (ენის კურსები, ცივილიზაციის ისტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • საქართველოს კვლევების სასწავლო მოდული (ენა, კულტურა, პოლიტიკა, ისტორია) ჰანკუკის უნივერსიტეტში.

ასევე გამოიცემა სასწავლო მასალები და სამეცნიერო სტატიები, განხორციელდება სტუდენტთა და პროფესორთა სასწავლო ვიზიტები ორივე ქვეყანაში.

პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო კორეაში და კორეის საელჩო საქართველოში. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ბატონი ოთარ ბერძენიშვილი და კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ბატონი ჯონგ დე სუ. კონფერენციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია.

კონფერენცია გაიმართება Zoom ფორმატში. დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის ლინკი:

https://us02web.zoom.us/j/83755001238?pwd=ZUR5UkxlY25DRmpBMkt6Y3FOem5vQT09

Meeting ID: 837 5500 1238

Passcode: 282960

დრო: 8 ივლისი, 11:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური, კორეული