2025 წლის 15 აპრილს შესრულდა 120 წელი გამოჩენილი ენათმეცნიერის, ფინურ-უგორული ენების აღიარებული სპეციალისტის, ქართველოლოგისა და სლავისტის, საქართველოში ავტომატური თარგმანის პიონერის, პროფესორ მიხეილ ჩხაიძის დაბადებიდან.
თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლო დეკადის მანძილზე იგი იყო გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების წამყვანი მკვლევარი.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ილიაუნის გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ა.წ. 25 აპრილს ატარებენ ერთობლივ სხდომას, რომელზეც საარქივო მასალებზე დაყრდნობით წარმოდგენილი იქნება პროფ. მ. ჩხაიძის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ფართო სპექტრი.
ღონისძიების ჩატარების ადგილი და დრო:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, მეორე სართული, აკად. თ.გამყრელიძის სხდომათა დარბაზი.
2025 წლის 25 აპრილი. 15.00.
სხდომის პროგრამა
გიორგი სანიკიძე (გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი) – სხდომის გახსნა;
გიორგი მაისურაძე (სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი) – შესავალი სიტყვა;
ნიკოლოზ ნახუცრიშვილი – პროფ. მიხეილ ჩხაიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა;
ელენე ლადარია – მიხეილ ჩხაიძე – მიჩქმალული ისტორიის ცოცხალი მოწმე
