2 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა და თავისუფალი მკვლევარი სევერიან თურქია წაიკითხავენ მოხსენებას თემაზე: „ახალი ქართული ზარაფხანა „საქართველო“ და მისი მნიშვნელობა საქართველოში არაბობის კვლევისთვის“.
მოხსენება ეძღვნება აბასიანთა სახალიფოს ორ უნიკალურ მონეტას – სპილენძის ფელსსა და ოქროს დინარს. ორივეზე მოჭრის ადგილად მითითებულია „საქართველო“ (არაბულად). ამ სენსაციური ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე მომხსენებელი აზუსტებს საქართველოში არაბობის ისტორიის პოლიტიკურ, სამხედრო და ადმინისტრაციულ ასპექტებს.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რათა გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.
2021 წელი