აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია

2013 წლის 20–21 დეკემბერს ტარდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ქართულ–აღმოსავლური ენობრივი და ლიტერატურული კონტაქტების, აღმოსავლური ლიტერატურის, ხელოვნების, ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ; შეჯამდება გასული წლის მანძილზე ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სამეცნიერო მუშაობა.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, აკად. გ. წერეთლის ქ. 3, ოთახი #104.