სამეცნიერო კონფერენცია: CHALLENGES AND ACHIEVEMENTS OF INDEPENDENCE AND STATE BUILDING IN KOREA AND GEORGIA

31 მარტს 11 საათზე გაიმართება მეორე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარე პროექტის ფარგლებში: Georgia and Korea: Parallels in the Historical Experience of Colonialism, Struggle for Independence, Liberation and State Building.

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 30 წლის იუბილეს.

კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოსა და კორეის სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოწვევები და შესაძლებლობები ორივე ქვეყნისათვის და სამომავლო განვითარების შესაძლო ტრაექტორიები.

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეა) მიერ. პროექტი დაფინანსებულია კორეის კვლევების აკადემიის მიერ (Academy of Korean Studies). პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაინერგება:

  • კორეის კვლევების სასწავლო მოდული (ენის კურსები, ცივილიზაციის ისტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • საქართველოს კვლევების სასწავლო მოდული (ენა, კულტურა, პოლიტიკა, ისტორია) ჰანკუკის უნივერსიტეტში.

ასევე გამოიცემა სასწავლო მასალები და სამეცნიერო სტატიები, განხორციელდება სტუდენტთა და პროფესორთა სასწავლო ვიზიტები ორივე ქვეყანაში.

პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო კორეაში და კორეის საელჩო საქართველოში. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ბატონი ოთარ ბერძენიშვილი და კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ბატონი ჯონგ დე სუ. კონფერენციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია.

კონფერენცია გაიმართება Zoom ფორმატში. დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის ლინკი:

https://us02web.zoom.us/j/86482351062?pwd=NjM3RVBJUjVRUWU2UkZMRzh0NDNmUT09

Meeting ID: 864 8235 1062

Passcode: 822956

კონფერენციის პროგრამა

დრო: 31 მარტი, 11:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური